Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

April 17, 2026
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს.

სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე თეა ლეონიძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა.

გასულ სხდომაზე კი ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს.

პროკურატურა მსჯავრდებულების იმ მუხლით დამნაშავედ ცნობას ითხოვს, რითაც ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პატრიარქმა ივანიშვილს უთხრა:მე უკვე ასაკში ვარო, ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ასპარეზიო და მეუფე შიო მოსაყდრედ დავასახელეო… ეს 5 საკითხი საპენსიო საჩუქრად ჩათვალე, რომ მომიგვაროვოთო… [მოაგვარეს] იბარებენ ისევ, პატრიარქი არის თქვენზე გაბრაზებულიო… მიდის, ხვდება კამერები, თითქოს ის მივიდა იმისათვის, რომ პატრიარქის გადადგომა დავაორგანიზოთ და გადააგდეს… პატრიარქზე აქვს ნათქვამი მაგარი “იგროკია” ეგო” – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა
  • “არჩევნები არ იქნება. ტრამპი თავს კეისრად გამოაცხადებს” – ზაზა შათირიშვილი
  • შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge