“მე-10 კლასის მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკების პერიოდში მომხდარა პატარა… ფეხის არეში რკინით დაარტყა ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს და პატარა ჭრილობა არის ფეხის არეში. ამასთან დაკავშირებით პოლიციაც საქმის კურსში არის და მანდატურის სამსახურიც. სასწარაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ადგილზე ნახეს” – ამბობს რეგიონNews-თან საუბრისას მარნეულის რესურსცენტრის დირექტორი, ხანალ გახრამანოვი.
მანამდე, ადგილობრივმა გამოცემამ MarneuliNews გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის №4 საჯარო სკოლაში სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე შემთხვევით, საკანცელარიო დანით დააზიანა. დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
“მე-10 კლასის მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკების პერიოდში მომხდარა პატარა… ფეხის არეში რკინით დაარტყა ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს და პატარა ჭრილობა არის ფეხის არეში.
