ხმაური საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – სოფელ მანავში სკოლის შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს, რომ მოსახლეობა სკოლის პრობლემის მოგვარებას უკვე წლებია, ითხოვს. მათი მოთხოვნები კი უცვლელია – სასწავლო პროცესის უსაფრთხო პირობებში აღდგენა და სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
გამოცემის ცნობითვე, მშობლები ამბობენ, რომ უკვე სამი წელია, რაც სოფელს სკოლა არ აქვს. მოსწავლეები საგარეჯოში დადიან, სადაც, მათი თქმით, სწავლა ამორტიზებულ შენობაში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლაში 400 მოსწავლიდან მხოლოდ 8 ბავშვი დადის.
📷 მთავარი ამბები კახეთიდან
