საქართველოს ყავის იმპორტი 12%-ით გაუძვირდა – ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 7.5 მლნ აშშ დოლარის 1 022 ტონა ყავა იყიდა, რაც გასულ წელზე თანხობრივად 8.2%-იანი ზრდაა, მოცულობაში კი 4.8%-იანი კლება.
2026 წელს საქართველომ იმპორტირებული ყავის 1 კილოგრამში [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 7.39 დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.49 დოლარი, შედეგად, 2026 წელს საქართველოს ყავა 12%-ით გაუძვირდა.
გამოცემა აქვეყნებს ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც 2026 წლისთვის საქართველოში ყავის მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია:
• ინდონეზია – 2.4 მლნ აშშ დოლარის 541.5 ტონა;
• რუსეთი – 1.1 მლნ აშშ დოლარის 129.2 ტონა;
• იტალია – 1.05 მლნ აშშ დოლარის 67.4 ტონა;
• თურქეთი – 546.7 ათასი აშშ დოლარის 51.6 ტონა;
• საფრანგეთი – 377.2 ათასი აშშ დოლარის 20.9 ტონა;
• ვიეტნამი – 322.9 ათასი აშშ დოლარის 76.8 ტონა;
• ნიდერლანდები – 222.8 ათასი აშშ დოლარის 16.8 ტონა;
• ავსტრია – 153 ათასი აშშ დოლარის 9.5 ტონა;
• ბრაზილია – 152 ათასი აშშ დოლარის 19.2 ტონა;
• ბელგია – 150.2 ათასი აშშ დოლარის 13.2 ტონა.
