72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღის ვადით გადაიყვანეს.
მას შესაბამისი პროცედურები და გამოკვლევები ჩაუტარდება. სასმაართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა ამბულატორიულ გამოკვლევას, თუმცა მოსამართლე ბებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 59 წლის მამაკაცი სტაციონარული გამოკვლევებისთვის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.
მკვლელობა სამ აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მოხდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და მოკლულს სამეურნეო ბიზნესი ჰქონდათ.
ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს საქმიანობა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებულმა პენიონერს 5 ჭრილობა თავის არეში ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
73 წლის კაცის ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს – პოლიციამ დანაშაულის იარაღი, დანა უკვე ამოიღო.
