2009 წლის შემდეგ საქართველო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს და შეჯიბრებაში 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველად წარდგება სრული შემადგენლობით.
ვაჟებს შორის გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშილი (-73 კგ), მიხეილ ბახბახიშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებენ.
გოგონებს შორის კი თამარ გიგოლაევი (-48 კგ), ჯულიეტა როდონაია (-48 კგ), ნინო თათრიშვილი (-52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ნინო ლოლაძე (-57 კგ), ნინო წიკლაური (-63 კგ), ნინო გულბანი (-70 კგ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 31 ჩემპიონი ჰყავს, რომელთაგან რვა თბილისის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს: ლაშა ბექაური, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე.
