Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაათავისუფლეთ ანდრო ჭიჭინაძე და საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებული სხვა პირები – ესტონეთის თეატრის საზოგადოება

April 15, 2026
გაათავისუფლეთ ანდრო ჭიჭინაძე და საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებული სხვა პირები – ესტონეთის თეატრის საზოგადოება

ესტონეთის თეატრის საზოგადოება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებაში, რომელიც ესტონეთის თეატრის საზოგადოებამ გაავრცელა, წერია, რომ ხელოვანების დასჯა მათი მშვიდობიანი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ ხელოვანს, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება და გარწმუნებთ, რომ მათი ხმა საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებაში შეუმჩნეველი არ დარჩება – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩვენ, ესტონეთის თეატრალური ინდუსტრიის წარმომადგენლები – მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები, ღრმა შეშფოთებას გამოვახატავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძესა და მის თანამოაზრეებს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. იგი 2024 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს და სხვა მომიტინგეებთან ერთად „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით გაასამართლეს.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალს, თუ როგორ დატოვა მისმა რამდენიმე კოლეგამ თეატრი ცენზურის გასაპროტესტებლად მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული კოლეგის მხარდასაჭერად გამოფენილი პლაკატი ჩამოხსნეს. ეს აჩვენებს, რომ ზეწოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადამიანით, არამედ გავლენას ახდენს ფართო თეატრალურ საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

თეატრი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია დაფიქრება, კითხვების დასმა და ძალაუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება. ხელოვანების დასჯა მათი მშვიდობიანი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.

ესტონეთის თეატრალური სექტორი, რომელსაც თავადაც გამოუცდია ზეწოლის სხვადასხვა ისტორიული მექანიზმი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კოლეგების გვერდით დგომას ისეთ სიტუაციებში, როდესაც შემოქმედებითი თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვხედავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც გამაფრთხილებელ მაგალითს იმისა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს შემოქმედებითი და სამოქალაქო თავისუფლება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებული სხვა პირები.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ ხელოვანს, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება და გარწმუნებთ, რომ მათი ხმა საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებაში შეუმჩნეველი არ დარჩება – ესტონეთის თეატრალური კავშირი, ესტონელ მსახიობთა კავშირი, ესტონეთის საშემსრულებლო ხელოვანთა კავშირი, ესტონელ რეჟისორთა და დრამატურგთა კავშირი, ესტონეთის თეატრალური სააგენტო, ესტონეთის საშემსრულებლო ხელოვნების დაწესებულებათა ასოციაცია” – ესტონეთის თეატრის საზოგადოების მიერ გავრცელებული განცხადება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge