Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

April 15, 2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულებთან: ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

დემეტრე ჩიქოვანს გამოძიება გიგა ავალიანის თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანა ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავება.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს, ეს გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკების არსებობას მხარეებს შორის.

„ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ წარმოებს და არც არასდროს ყოფილა მსგავსი მოლაპარაკება ჩვენს შორის.

იმდენად, რამდენადაც, როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს, ეს გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკების არსებობას მხარეებს შორის. აქ აუცილებელი გასათვალისწინებელია დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე წინააღმდეგია რაიმე სახის მოლაპარაკებაზე, უალტერნატივოდ ვიზიარებთ მის პოზიციას, გამოვრიცხავთ რაიმე სახის დათმობას ან შეთანხმებას ბრალთან ან სასჯელთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს პროკურორი.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ანი ნასყიდაშვილი, რომელსაც გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება, „ცინიკურად, ვითომ თანაგრძნობასაც კი გამოხატავდა მომავალ მსხვერპლთა,ნ გიგა ავალიანთან დაკავშირებით“.

„ანი ნასყიდაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მზადდებოდა დანაშაული, რომელიც მიმართული იყო გიგა ავალიანის წინააღმდეგ. ცალსახად იცოდა ის, თუ როგორ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული ბრალდებულებმა.

ამას ადასტურებს ანი ნასყიდაშვილსა და ალექსანდრე გაბაშვილს შორის დანაშაულის წინა დღეს და ორი დღით ადრე არსებული მიმოწერები, სადაც ანი ნასყიდაშვილი პირდაპირ ეუბნება გაბაშვილს, რომ წინასწარ ეცოდება და წარმოუდგენია, თუ რას დამართებენ გიგა ავალიანს თავდასხმის შემთხვევაში ბრალდებულები. ცინიკურად, ვითომ თანაგრძნობასაც კი გამოხატავდა მომავალ მსხვერპლთან გიგა ავალიანთან დაკავშირებით.

ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში გვითხრა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ რიკაძე და გაბაშვილის, მათ ტაქსიში ისაუბრეს მომხდარზე. ერთი ბრალდებული მეორეს ეუბნებოდა ანისთვის დაერეკა და მოეყოლა ამასთან დაკავშირებით, წასულიყვნენ ანისთან სანახავად. მომხდარის შემდეგ ანგარიში ჩააბარეს ანი ნასყიდაშვილს“, – აღნიშნავს პროკურორი.

შეგახსენებთ, გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე, რომელიც დანაშაულის მომზადებას და დანაშაულის შეუტყობინებლობის ეხება, სასამართლო დღეს მსჯელობდა. გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge