Wednesday, April 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა “ოცნების” – რა თქვა ბოჭორიშვილმა პარლამენტში

April 15, 2026
2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა “ოცნების” – რა თქვა ბოჭორიშვილმა პარლამენტში

მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა “ოცნების”. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდმა დაიბარა.

მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერებაზე საუბარი „არასწორია“ და ხელისუფლება ევროპულ კურსს კვლავაც ინარჩუნებს.

ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.

მისივე განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ევროპულმა მხარემ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს.

“ტყუილია, თითქოს “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. “ქართული ოცნების” ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, თამადმდა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები.

2014 წლიდან საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა წევრმა პარტნიორმა ქვეყანამ სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალისხმევით ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად ძალიან კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიასაც კი მოუწია ამ პროგრესის აღიარება 2023 წელს, მაშინ, როდესაც წელიწადნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი

2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა ქართული ოცნების.

ჩვენთვის და ჩენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადია, თუ რას ემსახურებოდა და ემსახურება ეს განცხადებები, მუქარა და შანტაჟი საქართველოს ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის თუ ევროკავშირში წევრობის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცალსახად განაცხადა, რომ ჩენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართელო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზემეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მთავარი არაა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას.

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამისთვის საჭიროა, მინიმუმ, ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებულებების შესრულებას” – თქვა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის შეფასებებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ არ აისახება საერთაშორისო ანგარიშებში. მისი მტკიცებით, მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ბრიუსელის მხრიდან შეფასებები ხშირად მიკერძოებულია და რეალურ სურათს არ ასახავს.

“დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ანგარიშები არაერთხელ მომზადებულა, წარდგენილა ევროპული მხარისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მხრიდან ძალიან ხშირად გამოიყენება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები, განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალში საცემია, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. სწორედ ამ პროგრესის მიჩქმალვის სურვილით აიხსნება ის ფაქტი, რომ 2025 წელს გაფართოების ანგარიშის მომზადებისას, ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოს შეფასებაზე ყველა იმ მიმართულებით, რომლითაც შესაძლოა, ასახულიყო საქართველოს პროგრესი. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გვმართებს გამორჩეული სიფრთხილე ნებისმიერი პროცესის შეფასების და მითუმეტეს, კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს. ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, რომ უბრალო სტატისტიკის გაუმჯობესების სურვილით, დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. საქართველოსთან გაბუტვის პოლიტიკა უსამართლობაა და ასევე საღ აზრს მოკლებულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აცხადებ, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე შეგტკივა გული. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ამგვარი დამოკიდებულება წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების შეტანხმებასთან, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური დიალოგის წარმოების ვალდებულებას. ამ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად საქართველო- ევროკავშირის ასცოირების საბჭოს და ასოცირების კომიტეტების თუ ქვეკომიტეტების არცერთი შეხვედრა აღარ ჩატარებულა. გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ასევე უსამართლობაა და სრულიად უსაფუძვლოა” – თქვა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე საუბრობს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობებზე და მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ კონტექსტში აფასებს — მისი თქმით, შექმნილ ვითარებას ერთიანი მიზეზები აქვს და ის სხვადასხვა ძალების გავლენასთანაა დაკავშირებული.

“ევროკავშირთან ურთიერთობებში დამდგარ ე.წ. კრიზისს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართელოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას, ერთი და იგივე ავტორები ჰყავს, რომლებიც საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და აშშ-თან იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად შანტაჟისთვის და ზეწოლისთვის. იმედისმომცემია აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რამაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში ერთგვარი უკუსვლა გამოიწვია და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომები პოზიტიურად აისახება საქართველოსა და აშშ-ს შრის ურთიერთობების გადატვირთის პროცესში. საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც კი სანქციების რეჟიმი იქნა ამოქმედებული, მყისიერაად მიიღო ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმებისთვის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ატარებს ამ პოლიტიკას. დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი ამის დამადასტურებელი, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რაიმე დაშავდა” – ამბობს ბოჭორიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და ოჯახის წევრები კანცელარიასთან აქციას მართავენ – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
  • წერეთლის გამზირზე სამგზავრო მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge