გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე, რომელიც დანაშუალის მომზადებას და დანაშაულის შეუტყობინებლობის ეხება, სასამართლო მსჯელობას აგრძელებს. ამ ეპიზოდში, განსასჯელის სკამზე 6 წლით ციხეში გაშვებულ დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო ა.ნ. ზის. დღევანდელ პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი გამოიკითხება.
დემეტრე ჩიქოვანს გამოძიება გიგა ავალიანის თავდასხმის მომზადებას, ხოლო ა.ნ.-ს შეუტყობინებლობას ედავება. პროკურორის თქმით, ორივე დაკავებულის ბრალეულოაბს ადასტურებს ის მიმოწერები, რომელიც რომელიც საგამოძიებო უწყებამ ამ საქმეში ამოიღო.
პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებბში თვალნათლივ ჩანს, როგორ ცდილობს დემეტრე ჩიქოვანი ალექსანდრე გაბაშვილს ირგვლივ თანამზახველები შემოუკრიბოს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ქეთი სონიძე ამბობს, რომ საქმეში დევს მისი და ალექსანდრე გაბაშვილის მიმოწერა.
“ანი ნასყიდაშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიც არის ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის არსებული მიმოწერა. მიმოწერა არის იმდენად ვრცელი და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, თუ როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალდებულები, შესაბამისად თავის მართლება, რომ ანი ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა, ეს არის უბრალოდ უსაფუძლო მცდელობა დაცვის მხარის მხრიდან, რომ გაამართლოს რამით თავის დაცვის ქვშ მყოფი პირი. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მას ვედავებით გიგა ავალიანის თავდასხმის მომზადებას. აღნიშნულ დანაშაულს ადასტურებს ასევე ისეთი ობიექტური მტკიცებულებები, როგორიც არის დემეტრე ჩიქოვანსა და სხვა ბრალდებულებს შორის მიმოწერა, საიდანაც დგინდება, თუ როგორ ცდილობს დემეტრე ჩიქოვანი, რომ თანამზრახველები შემოუკრიბოს გარშემო საშკა, იგივე ალექსანდრე გაბაშვილს, როგორ სთხოვს მეორე ბრალდებულს გიორგი რიკაძეს მას გაჰყვეს თემქაზე, ანუ ეს ის ადგილია, სადაც შემდგომ მოხდა დანაშაულის ჩადენა. ასევე მას მიყვება დანაშაულამდე ორი დღით ადრე, 29 სექტემბერს, უსაფრდება გიგა ავალიანს, ცდილობს მსხვერპლის პიროვნების შესწავლას, მისი სამუშაო გრაფიკის დადგენას და შესწავლას და ა.შ.”- აცხადებს პროკურორი ქეთი სონიძე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკციებულება, რომელიც ა.ნ.-ს ბრალეულობას დაამტკიცებს.
“ანი ნასყიდაშვილის პოზიცია არის ცალსახად, რომ არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. იგი არ თვლის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. უფრო მეტიც, სამართლებრივად ვერ შეფასდება მის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად”, – ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
