არჩილ ბერიძე რობერტ სტურუას სპექტაკლს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს დადგმა იყო დიდი დაბრუნება არამხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის.
“გულწრფელად ვიტყვი, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი, ეს არის ქართული იდენტობის, ქართული სულის, ჩვენი კულტურული მეხსიერების საოცარი აღდგენა და გააზრება სცენაზე. დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების, ვეფხისტყაოსნის ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება. ეს იყო დიდი დაბრუნება არამხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის. მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი თავიდან დაბადება. მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ. მან სცენაზე არამხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს. წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ შემოქმედების გზა” – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
