Tuesday, April 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

April 14, 2026
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, საქართველოს ემიგრანტი მოქალაქეების საარჩევნო უფლების დასაცავად სტრატეგიული სამართალწარმოება დაიწყეს.

საია საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.

საიას შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს – ამ მუხლით გარანტირებულია საყოველთაო საარჩევნო უფლება.

“ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით, რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

გასათვალისწინებელია ის, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ მთლიანი შიდა პროდუქტის 13.3% შეადგინა, რაც საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით მე-17 ადგილზე არსებულ ქვეყნად აქცევს, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების თვალსაზრისით.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევებში მიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად , როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები, ამავე დროს, საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატვა.

სწორედ ამ შენობებზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და არა მიმღები სახელმწიფოს მართლწესრიგი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრულფასოვანი შესაძლებლობა ორგანიზება გაუწიოს არჩევნებს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ახალ რეგულაციას სწორედ ქართულ არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით ამართლებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნისშიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა.

ამავე დროს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, დიდი სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვის გაჭიანურებამ სერიოზულად დააზიანა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის ეფექტიანობა. ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმეების გაჭიანურება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის იმ უფლებებს, რომელთა დაცვასაც ეს სარჩელები ემსახურება.

საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე, გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელიც რეჟიმმა საბოლოოდ მესამე მოსმენით 2025 წლის 17 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა, ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აუკრძალა.

შალვა პაპუაშვილმა ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აკრძალვა ასე ახსნა: “ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.”

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში – “ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბაჩოს საქმეში მოწმეები არ არსებობენ, ამიტომ არის სასამართლო სხდომები დახურული” – ანი ნადარეიშვილი
  • “საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ” – დიმიტრი ხუნდაძე
  • “ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა” – ლადო ბოჟაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge