Tuesday, April 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით მიტროპოლიტი შიო სადღესასწაულო წირვას აღავლენს

April 14, 2026
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით მიტროპოლიტი შიო სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.

სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის მფარველია.

“დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს გამორჩეული და პატივდებული, ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე, ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში, მეათე საუკუნიდან დღემდე და იწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მსოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებული არის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის გახლავთ ეს ტაძარი, სადაც დღეს წირვას საზეიმო, სააღდგომო ვითარებაში აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან, სამღვდელო დასთან და მრევლთან ერთად. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის განსაკუთრებული მფარველი გახლდათ. შევთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიფაროს და არ მოაკლოს წინსვლა, გახარება ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას”, – აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა
  • გიორგი გახარიას პარტია მიხეილ ყაველაშვილს დაკავებული მაღაროელების შეწყალების თხოვნით მიმართავს
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge