მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა სათიანი „ფორტუნას“ ესტუმრა, სადაც მეუღლეზე და ოჯახურ თანაცხოვრებაზე ღიად ისაუბრა:
“13 წელია დაქორწინებულები ვართ. ჩვენი ოჯახი დგას, პირველ რიგში, გრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. მთავარი პრობლემების მომგვარებელი წყვილს შორის არის კომუნიკაცია. პრობლემა ყველა ოჯახშია. არ მჯერა წყვილების, რომლებიც ამბობენ, რომ არ უკამათიათ. მაშინ ზღაპარში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, თანაცხოვრებას საინტერესოსაც ხდის ჩავარდნები, ერთად რაღაცების გადალახვა, პრობლემების ერთად მოგვარება. ამისი საწყისი ბერკეტი არის კომუნიკაცია, საკითხზე საუბარი და მის მოგვარებაზე. სირაქლემას პოზაში თუ დავდგები, პრობლემა უფრო გაღრმავდება. მე და ბექა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ბევრი ჩავარდნაც გვქონია, გავიარეთ აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, 13 წელია ერთად ვართ და გაგვივლია ქარცეცხლში, მაგრამ ეს უფრო მყარ და სტაბილურ ურთიერთობას ქმნის.
მისი კომპლიმენტებით ვიკვებები, არ შემიძლია ამის გარეშე. ტრაფარეტული და ძალით ნათქვამი არ მომწონს. თუ ბუნებრივად მეუბნება ადამიანი, ძალიან მსიამოვნებს. პროფესიული კუთხით უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ვიზუალზე. რასაც ვაკეთებ, ის რომ მიფასდება, უფრო ძვირფასი მგონია, ვიდრე გარეგნობაზე აქცენტი, თორემ ბექა მაშინ მეუბნება ხოლმე კომპლიმენტებს, ყველაზე ცუდ ფორმაში რომ მგონია თავი. ამიტომ ეს მისგან არ მაკლია… თუკი მწვრთნელი მაქებს, რომ კარგად ვვარჯიშობ, ძალიან მომწონს. ასევე, თუკი ვინმე აღნიშნავს, რომ კარგი მძღოლი ვარ.“ – მანიკა ასათიანი
შეგახსენებთ, რომ მანიკა ასათიანის მეუღლე კალათბურთელი ბექა წივწივაძეა, რომელთანაც მას 10 წლის შვილი, გიორგი ჰყავს.