“ჩვენ შეგვიძლია ისრაელში შესვლა ისე, როგორც შევედით ლიბიასა და ყარაბაღში… არ არსებობს მიზეზი, რომ ეს არ გავაკეთოთ” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელმაც ერდოღანი ქურთების დევნასა და ირანის მხარდაჭერაში დაადანაშაულა
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც: “გენოციდში ბრალდებული ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის წევრების მიერ ჩვენი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებული უსაფუძვლო და თავხედური განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი დანაშაულების დაფარვის მცდელობა. პრეზიდენტი ერდოღანი არის კაცობრიობის სინდისის ხმა. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ საერთაშორისო სამართლის წინაშე პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას, ვერ შეცვლიან სიმართლეს თავიანთი ტყუილებით.
ისრაელის მთავრობას, რომელმაც 70 ათასზე მეტი პალესტინელი მოკლა, არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ისინი ადრე თუ გვიან მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად პასუხს აგებენ. თურქეთი კვლავაც გააგრძელებს სიმართლის თქმას და პალესტინელი ხალხის სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერას“ – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
