ოკუპირებულ გალში 4 წლის ბავშვს ხურდა ფული გადასცდა – მცირეწლოვანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს – ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს და წერს, რომ ბავშვი თავდაპირველად ზუგდიდის კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის მაშინვე ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
