საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იოსელიანი მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს. „ქრისტე აღდგა! საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ულოცავს ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს და მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
