ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაში 1 070 ჯარისკაცი დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12 აპრილის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში რუსების დანაკარგებია – 8 ტანკი; 3 ჯავშანტექნიკა; 73 საარტილერიო სისტემა; 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 2 081 დრონი და 216 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი.
