ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ! ინტენსიური თოვის გამო, აჩხოტი-კარკუჩის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, ისარგებლონ აჩხოტი-სნოს შემოვლითი გზით და გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას!“, – აღნიშნულია განცხადებაში.
