Friday, April 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი ანა კომლაძე სოციალურ ქსელში 9 აპრილის მემორიალთან მყოფი ქალბატონის ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა

April 10, 2026
სამოქალაქო აქტივისტი ანა კომლაძე სოციალურ ქსელში 9 აპრილის მემორიალთან მყოფი ქალბატონის ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა

სამოქალაქო აქტივისტი, ანა კომლაძე სოციალურ ქსელში გუშინ 9 აპრილის მემორიალთან მყოფი ქალბატონის ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

კომლაძის ინფორმაციით, 9 აპრილს უცნობი ქალბატონი პოლიციასთან ერთად იდგა – “ეს ქალი გადამეღობა და აღარ მაძლევდა წინ გადადგილების საშუალებას”.

როგორც კომლაძე ამტკიცებს, ნახევარი საათის შემდეგ, ქალთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა უნდოდა მისგან, რის შემდეგაც უცნობმა პირმა სამოქალაქო აქტივიტს უთხრა, რომ ავტობუსში ასულიყო.

იქ კი მალევე ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდა. ვუთხარი რომ პატრულს გამოვიძახებდი. ჩავიდა ავტობუსიდან და პატრულს არ დალოდებია  – წერს სოციალურ ქსელში კომლაძე.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა.

სამოქალაქო აქტივისტი ეჭვობს, რომ აღნიშნული ქალბატონი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირია, ამის თქმით საფუძველს კომლაძეს აძლევს ქალის კრწანისის  რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გადაღებული ფოტოები.

“გიზიარებთ ამბავს, რომელიც გუშინ შემემთხვა.
9 აპრილს, ცხადია, ვიყავი რუსთაველზე, ჩართული მქონდა ლაივი და ვაფიქსირებდი მიმდინარე მოვლენებს.
მოძრაობისას, პოლიციასთან მდგომი ეს ქალი გადამეღობა და აღარ მაძლევდა წინ გდაადგილების საშუალებას. ცდილობდა შევეტენე ხალხის მასაში. როცა ვკითხე, ვინ იყო და რა უნდოდა, მიპასუხა, მერე დაგელაპარაკებიო. პოლიციას ამაზე რეაგირება არ ქონდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ შეთანხმებულად აბრკოლებდნენ ადამიანების გადაადგილებას.
მე მოვახერხე და დავაღწიე მათ თავი. გავიწიე წინ. შემდეგ დავდექი ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში და იქიდან გავაგრძელე ლაივის გადაღება.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დავინახე ეს ქალბატონი მის თანმხლებ კიდევ ერთ ქალბატონთან ერთად. მივედი მასთან და ისევ ვკითხე, ვინ იყო, რა უნდოდა ჩემთან და რას დამელაპარაკებიდა.მერე ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდნენ. მე კვლავ ვცდილობდი გამეგო ვინ იყო და რატომ მკრავდა ხელს. წამობრძანდი დაგელაპარაკებიო. ავყევი ავტობუსში, იქ კი მალევე ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდა. ვუთხარი რომ პატრულს გამოვიძახებდი. ჩავიდა ავტობუსოდან და პატრულს არ დალოდებია.
აღნიშნულის შესახებ განვაცხადე პოლიციაში.
ამ ქალბატონმა საქმე თვითონვე გამიადვილა, ჩემი პროფილი მიინახულა, რის შემდეგაც უკვე ადვილი იყო მისი იდენტიფიცირება.
მისი სოც. ქსელიდან თვალსაჩონოა, რომ არის ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფი პირი.
ჩანს კავშირი კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან.
ეს ყველაფერი მაძევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მობილიზება და მათ მიერ ხალხზე ძალადობა იყო ორგანიზებული.
სამი საათი დავყავი გუშინ პოლიციაში ამის დასაწერად. სამი საათი დასჭირდა იმას, რისი დაწერაც რამდენიმე წუთში შეიძლებოდა.
ინტერესით ველი როგორ წარიმართება გამოძიება”, – წერს ანა კომლაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს?
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც უახლოესი რამდენიმე კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge