სპორტის და უძრავი ქონების შემდეგ ზაზა ფაჩულია ენერგეტიკის ბიზნესში შედის. სპორტსმენი და ბიზნესმენი რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს – ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 661-ე განკარგულებიდან გახდა ცნობილი. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ზაზა ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა. რისთვისაც ინვესტორმა ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს.
განკარგულებით ქონების 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის პირობად „სადმელი ჰესის“ აშეენება და ექსპლუატაციაში მიღებაა. ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს სადმელი ჰესს შორის 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დეტალებიც – პროექტის განხორციელების ვადები, საინვესტიციო ღირებულება, ჰესის სიმძლავრე განკარგულებაში აღნიშნული არ არის.
თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, „სადმელი ჰესის“ სიმძლავრე 2.7 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 19.2 მლნ კვტ/სთ. ჰიდროელექტროსადგური 2027 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა ამუშავდეს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „სადმელი ჰესი“ 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, თუმცა ზაზა ფაჩუალიამ მისი 100%-იანი წილი 2025 წლის ივნისში ნანა ყეინიშვილის შვილისგან ნათია ლოლაძისგან 450 000 დოლარად შეიძინა. დღეს კომპანიას ლევან დიასამიძე ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, NBA-ს ქართველი სპორტსმენი დღეს საქართველოში წილებს რამდენიმე კომპანიაში ფლობს:
