Friday, April 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მას ვუძღვნი ამ როლს”- ექსკლუზიური ინტერვიუ თინათინის როლის შემსრულებელთან

April 10, 2026
“მას ვუძღვნი ამ როლს”- ექსკლუზიური ინტერვიუ თინათინის როლის შემსრულებელთან

რობერტ სტურუას სპექტაკლის “ვეფხისტყაოსნის” გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ქეთი სვანიძე ასრულებს, ის შოთა რუსთაველის გენიალური პოემიდან თინათინის როლს თამაშობს. ქეთი უკვე მრავალი წელია რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. ჰყავს მეუღლე და პატარა ვაჟი დანიელი. 
“პრაიმ ტაიმმა” ქეთისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ბუნებრივია მასთან საუბარი გახმაურებული სპექტაკლით დავიწყეთ. 
– მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბატონი რობიკო ამ სპექტაკლს 30 წელი დგამდა და როცა გადაწყვიტა დაედგა, მე  მასში მოვხვდი. მინდა, გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც პირველად მოვედი რუსთაველის თეატრში, ქალბატონმა მარინა ჯანაშიამ მითხრა, როდესაც შემოხვედი თეატრში, შენში “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟი დავინახე და დაიმახსოვრე, მე შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ასე მოხდებაო. ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა ეს და მას ვუძღვნი ამ როლს. ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ პრემიერა ჩემს გულში მას მივუძღვენი.
– როცა დაგირეკეს თინათინის როლზე რა ემოცია გქონდა?

– ვიცოდი, რომ ამ სპექტაკლს დიდი მოლოდინი ჰქონდა, საპასუხისმგებლო რეჟიმი გავიარე. სადღაც ორი წელი გვქონდა რეპეტიციები, გეტყვით რატომ მიყვარს ბატონი რობიკოს რეპეტიციები – ჩვენ ერთი და იგივე ვერსიებზე არ გვიმუშავია, სულ სხვადასხვა სცენებს ვდგამდით. კრიტიკისთვის მზად ვიყავი, ყველა პრემიერის დროს ასე ხდება.

– როგორც ვიცი ფიზიკურადაც რომ ფორმაში ყოფილიყავი, რეპეტიციების პარალელურად აქტიური ვარჯიშიც დაიწყე…
– კი, “ტრენერი” ავიყვანე და დავდიოდი დარბაზში, ასევე ვიყავი შესაბამის კვებაზე და დავიკელი 10 კილოგრამი.
– რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდით?
– ბატონმა რობიკომ რევაზ შატაკიშვილის სპექტაკლში “ზღაპარში”  მნახა, სამი დღის შემდეგ დამიბარეს თეატრში და მოვხვდი სპექტაკლში.
– როგორც ვიცი მხიარული და ენერგიული ქეთის უკან არის პატარა ქეთი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და საკმაოდ რთული ბავშვობა გაიარა, ამის შესახებ გვიამბეთ…
– გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა. დეიდაჩემი იყო ჩამოსული გაგრაში, რამდენიმე დღით წამომიყვანა თბილისში და სწორედ მაშინ დაიწყო ომი. დედა იქ ჩარჩა და გართულდა მისი გადმოსვლა.  დედაჩემმა ესმა მიქელაძემ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა აქამდე რომ მოვსულიყავი. ვაკის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და იმ ყველაფრის მიუხედავად ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა ყველას ერთმანეთთან. მე და დედა ფეხით დავდიოდით ვოკალზე და სხვადასხვა წრეებზე. “ერისიონში” ვცეკავდი. ჩემი რთული ბავშვობა დედამ გამიხალისა და მე მადლიერი ვარ. ისეთი რაღაცეები ამიხდა ცხოვრებაში, მრცხვენია იმის თქმა რომ რთული ბავშვობა მქონდა. იყო  ბულინგი დევნილობის გამო, სკოლაშიც არ ქონდათ კარგი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და რატომ არ ვიცი, დღეს კი პირიქით არის. ყველგან იყო პატარ-პატარა ბრძოლები, მაგრამ ყველაფერი დამიფასდა.
– ალბათ დედას დიდი შრომა სჭირდებოდა იმისთვის, რომ სხვადასხვა წრეებზე ეტარებინე…
– დედა ყველაფერს აკეთებდა, ნამცხვრების ჩაბარებიდან დაწყებული დალაგებით დამთავრებული და მეც ვეხმარებოდი.  პატარა ასაკში ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით “კარმენში” ათ ბავშვი მე ვმღეროდი და ვიყავი სოპრანო. ვერ ვხვდები ამდენი რამ როგორ შეძლო. იმ წარმოუდგენელი ადგილიდან სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სად მოვხვდით.
– თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით…–გააგრძელეთ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი მსახიობი ომარ ურუშაძე გარდაიცვალა
  • კოკო მიქაიას გამოკითხვა დასრულდა – რა კითხვები ჰქონდათ მასთან პოლიციელებს
  • აღმოსავლური ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომლებიც 2026 წლის აპრილში წარუმატებლობას წარსულში დატოვებენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge