Friday, April 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიტროპოლიტი შიო არღვევს სახარებისეულ შეგონებას… ილია მეორეს ეს ლიტურგია არასოდეს გამოუტოვებია” – ლეონ გელოვანი

April 9, 2026
“მიტროპოლიტი შიო არღვევს სახარებისეულ შეგონებას… ილია მეორეს ეს ლიტურგია არასოდეს გამოუტოვებია” – ლეონ გელოვანი
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი:
“დღევანდელ სახარებაში იესო ქრისტე თავისი ხელით ბანს ფეხს მოციქულებს და ბოლოს მათ მნიშვნელოვან სიტყვებს ეუბნება – “მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.” (ინ. 13)
ცხადია ამ სიტყვებში არ იგულისხმება არც მხოლოდ ფერხთბანვა, როგორც მაგალითი და არც ამ სიტყვების ადრესატები არიან მხოლოდ მოციქულები. იესოს ცხოვრება, მისი თითოეული ეპიზოდი ცხოვრებიდან არის მაგალითი ქრისტიანისთვის, ის მაგალითი რომელიც ჩვენ უნდა გავიაზროთ, გავითავისოთ და გავიმეოროთ.
უპირველესად სასულიერო პირებს გვმართებს ვიყოთ მაგალითი სხვებისთვის, სწორედ ამიტომაც, დიდი ხუთშაბათის ლიტურგიაზე, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, ის, ვინც ყველაზე მაღლა მდგომია სასულიერო იერარქიაში – მღვდელმთავარი ასრულებს წესს, რომელიც ქრისტეს მაგალითის გამეორებაა. იგი იმდაბლებს თავს, როგორც ყველას მსახური და ლიტურგიის ბოლოს ფეხს ბანს სხვა ადამიანებს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ტრადიციის შესრულება საკმარისი არ არის, თუმცა ეს ის მინიმუმია, რაც შეახსენებს მღვდელმთვარებს, რომ მას კი არ უნდა ემსახუროს ხალხი, არამედ თავად უნდა იყოს ხალხის მსახური. სამწუხაროდ ეს უმნიშვნელოვანესი წესი – სხვათა მსახურება, ხშირადაა უგულებელყოფილი მღვდელმთავართა მხრიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა მათგანაც კი ძალიან ცოტა თუ ბედავს სახარებისეული ვალდებულებისა და ლიტურგიული ტრადიციის – ფერხთბანვის წესის შეუსრულებლობას.
სამწუხაროდ, სწორედ ასეთი მღვდელმთავარია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, რომელიც არა მხოლოდ წელს არღვევს სახარებისეულ შეგონებას და არ ასრულებს ეკლესიის ლიტურგიულ ტრადიციას, არამედ უკვე ჩვეულ მოვლენად აქცია ამ ულამაზესი წესის არაფრად ჩაგდება.
მიტროპოლიტი შიო შეურაცხყოფს და აკნინებს არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციას, არამედ აწგანსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მაგალითს, რომელსაც, სანამ ლიტურგიის აღსრულება შეეძლო, არასდროს გამოუტოვებია ფერხთბანვის რიტუალი, აღასრულებდა რა მას თავმდაბლად და აჩვენებდა ხალხს მსახურების მაგალითს.
“ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს” (მარკოზი 10, 45)
ადამიანი, რომელსაც გარეგნულადაც კი არ შეუძლია ეჩვენოს ხალხს მსახურად, ვერასდროს შეძლებს გულით ემსახუროს საკუთარ სამწყსოს”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობს ოპოზიცია გაანადგუროს” – ბადრი ჯაფარიძე
  • გადაწყვეტილება ძალაში 11 აპრილიდან შევა – პუტინმა ახალი ბრძანება გამოსცა
  • “რეჟიმს ღმერთი არ სწამს, ამიტომაც, პატრიარქის თხოვნას, პატიმრების გათავისუფლებაზე, იგნორი გაუკეთეს” – ზურაბ ცეცხლაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge