ჩემპიონთა ლიგაში გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, უეფას ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა „ლივერპულს“ გაუტანა, ზედიზედ მესამედ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ამას გარდა, კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო ბურთის გატანა.
კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა – ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
