ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
მისი თქმით, „ჰეზბოლას“ ირანელი მფარველებიც ზეწოლას ახდენენ და მუქარას ავრცელებენ, რადგან სერიოზული შეშფოთება აქვთ, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ გაანადგურებს.
ისრაელ კაცის მტკიცებით, 8 აპრილის ოპერაციის დროს, „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი წევრი მოკლეს, საერთო ჯამში კი, ომის დაწყებიდან დაჯგუფების 1 400-ზე მეტი წევრია მოკლული, რაც ორჯერ მეტი რაოდენობაა, ლიბანის მეორე ომთან შედარებით.
„ოპერაცია „მარადიული სიბნელე“ „ჰეზბოლასთვის“ ძალიან ძლიერი დარტყმა იყო, რამაც იგი გაოგნებული და დაბნეული დატოვა შეღწევის სიღრმით და დარტყმის მასშტაბით“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
