Thursday, April 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში ირანის ელჩი განცხადებას ავრცელებს

April 9, 2026
საქართველოში ირანის ელჩი  განცხადებას ავრცელებს

ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი განცხადებაში წერს.

განცხადებაში ალი მოლიჯანი საუბრობს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში და აღნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეასრულოს.

როგორც ირანის ელჩი აცხადებს, ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარუდგენს, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შესთავაზებს, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.

“დღეს ჩემი, როგორც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, მისიის დაწყებიდან ოთხმოცდამეათე დღეა. სამუშაო დღეს ვიწყებ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ცოტა ხნის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ათ პირობას დაეთანხმა ომის შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისათვის.

ომი, რომელიც ირანელი ხალხის საყოველთაო, ფართო და ყოვლისმომცველი თავდაცვით, საზოგადოებრივი ჩართულობითა და სოლიდარობით წარიმართა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ.

ომი, რომელმაც შექმნა ახალი წესრიგი დასავლეთ აზიის რეგიონალურ ბალანსში და რომლის გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე თვალნათელია.

ომი, რომელმაც თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და დრონების დევნით აჩვენა, რომ ირანის ცა ღია აღარ არის, და ახლა ევროპის ცაა ამერიკისთვის დახურული.

ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანის ძალა ატომურ ბომბზე არაა დამოკიდებული.

ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ატომური სიძლიერითა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით, მაგალითისთვის – გოგონათა დაწყებით სკოლაზე თავდასხმით – გამარჯვებას ვერ იზეიმებ.

ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანი არის სისტემა, და არა მხოლოდ ერთი პიროვნება.

დღეს ირანის შვილების მოწამეობრივი სიკვდილიდან მეორმოცე დღეა და 15:00 საათზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ირანელი და ქართველი დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

მთელი ეს პერიოდი ირანი სამშობლოსა და ადამიანების სიცოცხლეს ღმერთისადმი რწმენით იცავდა. ეს პატრიარქის ილია II-ის ის სამი ძირითადი პრინციპია, რომლისკენაც ყოველთვის მოუწოდებდა ქართველ ხალხს.

თავდაცვის პროცესში ირანის მიერ მიღწეული შედეგების სტრატეგიული ღირებულება აგრესორთათვის წარმოუდგენელი იყო. ისინი თავდასხმით შეეცადნენ ირანის დასუსტებას და მის განადგურებასაც კი. მაგრამ იმან, რაც მოხდა, ცხადყო, რომ ღრმა ფესვების მქონე ცივილიზაციის ომით განადგურება შეუძლებელია. ეს ხალხებია, რომლებიც რთულ მომენტებში თავიანთ ნამდვილ ძალას ავლენენ.

ამ 90 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროებამდე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, ფართო თავდაცვით ომში იმყოფებოდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუშაობდა ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა ირანში – უწყვეტ და სისტემატურ რეჟიმში.

შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე, მედიის წარმომადგენლებთან, საკონსულო მომსახურებისა და დახმარების გაწევა, ირანისა და რეგიონის მოვლენების დეტალური ანალიზი ჩემი და ჩემი კოლეგების მისიათა მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა.

ამ ოთხმოცდაათი დღის გამოცდილებამ, რომლის დროსაც ორდღიანი მოკლე მისიით, ინსტრუქციების მისაღებად საქართველოდან გავედი და დავბრუნდი, შესაძლებლობა მომცა, საქართველოში არსებული ვითარება გამეცნო.

ჩემი პირველი სამუშაო მისია საქართველოში 1992 წელს, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან რამდენიმე თვეში შედგა. მას შემდეგ იმ დრომდე, სანამ 90 დღის წინ, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში ურთიერთობების მართვას ჩავიბარებდი, რამდენჯერმე ვიმყოფებოდი სამუშაო ვიზიტით საქართველოში.

90 დღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, ანგარიშში, რომელსაც დღეს დავწერ ჩემი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისთვის თეირანში, ღირებულ გამოცდილებას გავუზიარებ. ანგარიში, რომელიც ირანში დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 30 წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაშინ შეძლებენ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები, აღმოაჩინონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სიღრმისეული ხედვა ამ ახალ პერიოდში.

ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოში სხვადასხვა ოფიციალურ პოლიტიკურ პირებთან, გამოჩენილ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებთან და ასევე თითოეულ ღირსეულ ადამიანთან საუბრებისა და ურთიერთობის ღირებულ გამოცდილებას.

ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების მრავალფეროვნებისა და განსხვავების მიუხედავად, საერთო იდეალების – ეროვნული იდენტობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ერთგულნი არიან.

საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეასრულოს.

ეს ხიდი მნიშვნელოვანია, როდესაც:

დაკავშირებულია მრავალ მაგისტრალთან;

მასზე გადაადგილება შესაძლებელია შეუფერხებლად;

აქვს დაბალი ფასის უპირატესობა მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირებისათვის

და……

როდესაც ირანის მთავრობამ ელჩის რანგში ჩემი თბილისში გამოგზავნა გადაწყვიტა, პრეზიდენტ ფეზეშქიანისგან მკაფიო მითითება მივიღე – მემუშავა ურთიერთშემავსებელი და რეგიონალური ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით; თანამშრომლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის.

მთელი ამ 90 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე თქვენი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, პარტიათა წარმომადგენლებთან თუ ცალკეულ პიროვნებებთან, ყურადღებას ვამახვილებდი კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი დიალოგის, ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის, რაციონალურობის, სარგებლისა და დანაკარგის გათვალისწინების პრინციპებზე საერთაშორისო ურთიერთობებში.

პრინციპები, რომელთაც საქართველოს, როგორც დერეფნის როლის და ირანის უნიკალური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფართო რეგიონის, კერძოდ, აზიისა და ევროპის ორი კონტინენტის სტაბილურობასა და განვითარებას.

დღეს ირანი, ასრულებს რა მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო გასასვლელის, ჰორმუზის სრუტის მართვაში, ომანის სასულთნოსთან ერთად, ახალ გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ინაცვლებს.

ირანის თავდაცვისუნარიანობა საზღვრებიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში ადასტურებს, რომ ის არ არის სახელმწიფო, რომლის გლობალური წონასწორობიდან გამორიცხვა შესაძლებელია.

ამჯერად საქართველოში ჩემი მისიის პირველი ეტაპი ამ 90 დღის გამოცდილებით დასრულდა.

ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.

ეტიკეტი მოითხოვს, ამ 90 დღიანი ციკლის დასასრულს მადლობა გადავუხადო ყველა ოფიციალურ პირს, ეკონომიკური და სოციალური სფეროს აქტორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და

ადამიანებს, ვინც ქუჩებში, ბაზრებში გავიცანი, და ასევე უცხოელ დიპლომატებს თბილისში თავიანთი გამოცდილების გულუხვად გაზიარებისათვის”, – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ცოდვაში ნუ ჩაყოფთ ფეხს!“ – რა არ უნდა გამოვსახოთ სააღდგომო კვერცხზე
  • “ეს სასწავლო წელი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა… პატარა გულმა ვეღარ გაუძლო”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge