როგორც აქტივისტები “ტვ პირველს” აწვდიან ინფორმაციას, პირები, რომლებიც დღეს დილით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საჯარო მოხელეები არიან.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები “ტვ პირველთან” ამბობენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ თავს ის ადამიანები დაესხნენ, ვინც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
მოქალაქეების თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ზაზა ნიშნიანიძეა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის გამგეობაშია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი. აქტივისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას 9 აპრილის მემორიალთან გამოგზავნილი “ტიტუშკები” დაეჭირა, ხელბორკილები იმ ადამიანს დაადეს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს. მათივე განცხადებით, დაკავებამდე შაკო ბაღდოშვილს უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
