Thursday, April 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება” – მეუფე შიო

April 9, 2026
“9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება” – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 9 აპრილის მემორიალთან მივიდა, 37 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პანაშვიდი გადაიხადა. შემდეგ კი სინოდის წევრმა ადგილზე შეკრებილებს მიმართა.

“დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში და დღესაც დადასტურდა, რომ უხვად არის ეს მუხტი, რაც ვნახეთ უწმინდესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. პანაშვიდში მოვიხსენიეთ დაღუპულების სულები და ილია მეორის სულიც. განსხვავებული იყო ცხოვრება, ღვაწლი და აღსასრული. მაგრამ უწმინდესობამ სიცოცხლე მიუძღვნა ადამიანისადმი მსახურებას. დაღუპული და-ძმები გარდაიცვალნენ, თავი დასდეს სამშობლოსთვის. ჩვენ დღეს ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მომავალზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და იმაზე თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ილია მეორემ, ისე და-ძმებმა დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი გარეგნული პირობები, პოლიტ დამოუკიდებლობა, ასევე ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეს პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს რა არის ნამდვილი თავისუფლება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის რაც გინდა, არამედ შეგეძლოს მართო შენი თავი რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება სახიფათო შეიძლება გახდეს. ასე, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფლება, პირველ რიგში სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, დავფიქრდეთ რა არის ჩვენს ხალხს ცოდვები, რომ გამოვასწოროთ. რომ ვეღირსოთ გამთლიანებას. ღმერთმა აცხონოს მათი სულები” – თქვა მეუფე შიო მუჯირმა 9 აპრილის გმირთა მემორიალთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • “დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • ყოფილი პოლიციელები, მხატვრები და ტაქსის მძღოლები – ცნობილია, ვის ასამართლებენ “ქურდული” გარჩევების საქმეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge