შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მეორე პირი სსკ-ის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
