ჩეხეთის ელჩმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“🇨🇿 ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს, რაც იყო იმ ადამიანთა გამბედაობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემა, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს.
მათი ხსნოვნა 🇬🇪 საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება” – წერს ჩეხეთის საელჩო საქართველოში.
