Thursday, April 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

April 9, 2026
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია “მეთადონი”. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბ.რ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: “მეთადონი”, “ალფა-პვპ” და “გამომშრალი მარიხუანა”. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2005 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ო. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ა.გ. სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა სცადეს.

ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე 1991 წელს დაბადებული ბ.ნ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.დ. დააკავა.

სამართალდამცველებმა ბ.ნ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე, ხოლო ა.დ. კი საბაჟო გამშვები პუნქტ „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსებმა 1989 წელს – ქოცებმა 2025 წელს დაგვწამლეს! ეს არის რუსული რეჟიმი!” – საპროტესტო წარწერა რუსთაველის გამზირზე
  • ისლამ მახაჩევი პარიზიდან კახა კალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
  • 9 აპრილის ტრაგედიის დროს მოკლული ქალის, თინა ენუქიძის სახელსა და გვარს კედლიდან შლიან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge