“ჩემი აზრით, ეს იყო მთავრობის გზავნილი ეპისკოპოსებისადმი” – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, საბა გიბერიას ქადაგებას გამოეხმაურა.
არქიმანდრიტის თქმით, მისი აზრით, მეუფეებმა მიტროპოლიტი საბა გიგიბერიას ქადაგება “გაიგეს, როგორც მთავრობის მუქარა” იმიტომ, რომ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება საჯაროდ ესე ეპისკოპოსს ესაუბროს – “სინოდის წევრებს ესე რომ ესაუბრო საჯაროდ და ესე რომ აშანტაჟო, ეს შეუძლია მხოლოდ მთავრობას”.
“უნდა განვიხილოთ, თუ რამდენად აქვს მეუფე საბას ზეწოლის შესაძლებლობა, უფლება და ძალა და არცერთ ეპისკოპოსს არცერთ ეპისკოპოსზე არ აქვს ის ძალაუფლება და ის ზეწოლის შესაძლებლობა, რაც მეუფე საბამ ქადაგებაზე განაცხადა. მაშინ საიდან მოვიდა ეს – ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მთავრობის გზავნილი ეპისკოპოსებისადმი, რადგან მეუფე საბა და მისი ჯგუფი, მეუფე სტეფანე, მეუფე შიოს ჯგუფად მოიაზრებიან, ღიად უჭერენ მხარს და ამიტომ, ეს მე ვიცი და ვფიქრობ, რომ მეუფეებმა გაიგეს, როგორც მთავრობის მუქარა და არა როგორც ერთ-ერთი ეპისკოპოსის მუქარა იმიტომ, რომ ეს ელემენტარულად, მეუფე საბამ იცის, რომ მას არ ჰქონდა იმის უფლება, რაც გააკეთა, რადგან ეპისკოპოსს არ აქვს [უფლება] საჯაროდ ესე ეპისკოპოსს ესაუბროს. მით უმეტეს, როცა პატრიარქის არჩევნებზეა საუბარი, არჩევნებში არავინ არ მონაწილეობს გარდა ეპისკოპოსებისა, გარდა სინოდის წევრებისა. სინოდის წევრებს ესე რომ ესაუბრო საჯაროდ და ესე რომ აშანტაჟო, ეს შეუძლია მხოლოდ მთავრობას. დიახ [ეს იყო “ქართული ოცნების” გზავნილი სინოდის მიმართ].
ხალხს აბნევენ, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ მიტროპოლიტების და მეუფეების დაბნევას. რაში აბნევენ ხალხს – ჩვენ ჯერ არ ვიცით, საერთოდ არ ვიცით ვინ არის პატრიარქობის კანდიდატი, ეს არავინ არ იცის. ის, რომ მეუფე შიოზე ესე პირდაპირ ამბობენ, რომ ის არის კანდიდატი და პატრიარქის რჩეული, ეს არის პირდაპირ ხალხის დასაბნევად და ასევე პროპაგანდა, რომ მეუფე შიოს უკვე განიხილავს პატრიარქად, ესეც არის ხალხის დასაბნევად. რაღაცებს ეტყობა სინჯავენ, არ ვიცი, მაგრამ მეუფე შიომ თვითონვე უნდა განაცხადოს, რომ ის იქნება ერთ-ერთი კანდიდატი.. არა, არ არის, მოსაყდრეობა უბრალოდ ერთ-ერთი განცხადებლობაა, რომ შესაძლოა მან თავისი თავი დააყენოს კანდიდატად, ეს არის მარტო მოსაყდრეობაში განცხადებული მოცემულობა, რომ მან შეიძლება დააყენოს და ეს შესაძლებლობა დიდი ალბათობით მოხდება, მაგრამ მანდ მაინც უნდა დავტოვოთ “ალბათ” იმიტომ, რომ სანამ ის არ განაცხადებს ამას, მანამდე ავტომატურად მოსაყდრე არ ითვლება არც პატრიარქის რჩეულად და არც კანდიდატად,” – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
ცნობისთვის, 7 აპრილს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მოსაყდრე შიოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მეუფე იობი გააკრიტიკა.
“ძალიან ბევრი რამ ითქვა, ძალიან ბევრი რამ, დაისვა კითხვები. ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პატრიარქის ეპოქა დამთავრდა და ახალი იწყება, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები.” – თქვა ამბიონიდან მაღალმა იერარქმა.
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 4 აპრილს განაცხადა: “დასრულდა კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს პატრიარქი.”
