ზვიად ახრახაძის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე მისი 2 მეზობელი დააკავეს – ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
გუშინ ზვიად ახრახაძის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 31 წლის კაცს 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ. ის ღამის 12 საათზე სამსახურიდან გამოვიდა, 3-ის ნახევარზე კი მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. დღეს ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი, წყნეთში, ერთ-ერთ ხევში გარდაცვლილი იპოვეს – ოჯახი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანების კვალი ეტყობა.
ზვიად ახრახაძე ზესტაფონიდან იყო და თბილისში ქირით იმყოფებოდა. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა
