საქართველოს საპენსიო ფონდის ცნობით, დაგროვებითი პენსიით 30 138-მა ადამიანმა ისარგებლა – ჯამში პენსიის სახით 145,5 მილიონი ლარი გაიცა.
საპენსიო სქემაში 1 727 000 ადამიანია ჩართული. მარტის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
