“ქართული ოცნება” ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს – როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ინვესტიციების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება.
“ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობდა და ის “ქართული ოცნების“ მთავრობამ 2017 წლის ივნისში გააუქმა. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ხელი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.
