Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

9 აპრილის მემორიალთან შეკრება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება

April 8, 2026
9 აპრილის მემორიალთან შეკრება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება

„თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“ — ამ გზავნილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო შეკრება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან, სადაც, როგორც წინა წელს, სინდისის პატიმრების დედები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ. მათი თქმით, ისინი მემორიალს დაიცავენ, რათა მისი გვირგვინით შემკობის შესაძლებლობა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს არ მიეცეთ.

„მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ,“ — აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

“დღეს მდგომარეობა ისეა ქვეყანაში, რომ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, შესაბამისად, იქ, სადაც ქართველების სისხლი რუსებმა დაღვარეს და ამის თქმას ვერ ბედავენ რეჟიმის მესვეურები, არ აქვთ მორალური უფლება, რომ ისინი მოვიდნენ და ყვავლები დააწყონ მემორიალთან. პატიმრების ოჯახის წევრების ყველას სახელით არ მინდა ვთქვა, ჩემი ოჯახის სახელით ვიტყვი, უფრო უკეთესი იქნება, მზად ვართ, რომ როგორც გასულ წელს, საპატიო ყარაული ერქვა თუ რა ერქვა, ვიდეგით და ბოლომდე ვიცავდით, რომ არ მოსულიყვნენ ეს რეჟიმის მესვეურები და ფარისევლურად, თითქოს პატივის მიგებით თავიანთი პროპაგანდა არ გაევრცელებინათ თავიანთ ამომრჩეველში.

8 საათიდან ვიკრიბებით, მთელი ღამე გავათენებთ და ვიდრე იქნება საშიშროება, რომ ისინი შეიძლება მოვიდნენ, ჩვენ იქ ვიქნებით 9 აპრილის 1 საათამდე” – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა კი ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, მემორიალთან დაცვის გარეშე მივიდეს და თუ გამბედაობა ეყოფა, პროტესტის მონაწილეებს დაელაპარაკოს.

“89 წლის მერე ყოველთვის მივდიოდი 9 არილის მემორიალთან, ღამე შეიძლება არ ვრჩებოდი, მაგრამ მივდიოდი და მიმქონდა ყვავილები, იმიტომ, რომ მე ვიყავი 9 აპრილის მონაწილე და ვიცი იქ რაც მოხდა. შარშან გავათენეთ ღამე, იგივე ვაპირებთ დღეს, თუმცაღა შარშრანდელივით არ ვფიქრობ იმას, რომ “არ მოგიშვებთ”, თითის ქნევით – არა. ჩეულებრივად გავათენებთ ღამეს, პატივს მივაგებთ მათ, მერე პარაკლისი გაიმართება დილით, და, მოვიდნენ…ვნახოთ, თუ მოვლენ, თუმცაღა, მართლა არ აქვთ მორალური უფლება მოსვლისა, იმიტომ, რომ მათ 37 წლის მერე გაიმეორეს 9 აპრილი, ოღონდ გაიმეორეს ქართველის ხელით. მაშინ რუსის ჯარმა დაგვჩეხა ნიჩბებით, წელს ქართელმა პოლიციელებმა და ხარებამ და მისმა რაზმმა. თუ მოვლენ, მოვიდნენ დაცვის გარეშე, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ იქ შეიარაღებულები, ჩვენ სიტყვით ვართ შეიარაღებულები. აბა, გაბედონ და მოვიდნენ, ხომ არ ყოფილა ჯერ ხელისუფალი, რომ პროტესტის მონაწილეებთან არ გამოსულიყოს? გახარიაც კი გამოვიდა მიუხედავად იმისა, წინა დღეს რაც ჩაიდინა. ამიტომ არიან ესენი მშიშრები და ვნახოთ, დაველოდოთ” – ამბობს მარიზი კობახიძე.

ცნობილია ასევე, რომ გამთენიისას, 04:00 საათზე სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან და გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “ბოლო 2 დღის მანძილზე უწყვეტად მოგვდის მესიჯები ყადაღასთან და ჯარიმებთან დაკავშირებით” – გოტა ჭანტურია
  • “კობახიძესთან ბევრი კითხვა მაქვს, ძალიან მინდა, 9 აპრილის მემორიალთან მოვიდეს” – ზვიად ცეცხლაძის დედა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge