Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს

April 8, 2026
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 134 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 17 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 – სამცხე-ჯავახეთის, 15 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 8 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – 5, გურია 8, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 7, ხოლო 11 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო.

აღსანიშნავია, რომ სამართალდაღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-მარტის პერიოდში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 191 ფაქტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ ღუდუშაურს განცხადებაში, სადაც საპროცესო შეთანხმებას ითხოვს, ზიანის ანაზღაურება არ მიუთითებია
  • 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუსი
  • “სულ ავარიული არ არის ეს სახლები? წყალზე დგას ყველაფერი” – აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლელები მერიას პასუხობენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge