კომპანია „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„გაურკვეველი პირები კომპანია „თელასის“ სახელით ტელეფონით უკავშირდებიან მომხმარებლებს და ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო რეკვიზიტებს და შიდა ელექტროქსელზე დაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ელექტროენერგიის გათიშვით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ზარებთან „თელასს“ არანაირი კავშირი არ აქვს.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაუმოწმებლად არ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
