საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში დაგეგმილი შესაძლო ვიზიტის შესახებ – საელჩოს პასუხს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
„ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი“, – ნათქვამია საელჩოს წერილობით პასუხში.
შესაძლო ვიზიტზე თავდაპირველად გასული კვირის ბოლოს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
