Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” საქმეზე ბრალდებული გივი ჯიბლაძის ჩვენება დევს

April 7, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” საქმეზე ბრალდებული გივი ჯიბლაძის ჩვენება დევს

სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის, გივი ჯიბლაძის ჩვენება დევს – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, სადაც მესამე საათია დახურულ კარს მიღმა მტკიცებულებების დასაშვებებობაზე მსჯელობენ.

ჯიბლაძე ცალკე გამოყოფილ 10 პირიან საქმეზეა ბრალდებული – ბრალდების მხარე ითხოვს, რომ ბიზნესმენის ჩვენება ლილუაშვილის საქმეს დაერთოს. დაცვის მხარე ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ გივი ჯიბლაძე საერთოდ არ არის შემხებლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეთან – “მას თავისი ბრალი აქვს ცალკე გამოყოფილ საქმეზე და ცალკე აქვს პრობლემები – მესამეჯერ თანამშრომლობდა, ხან ვის ასახელებდა, რა ოქროს ნობელის პრემიას გადასცემენ საბოლოოდ”.

სანამ პროცესი დაიხურებოდა, დაცვის მხარე თანაბარ პირობებს ითხოვდა – “ჩაგვაყენეთ თანაბარ პირობებში და მერწმუნეთ, ჩვენ გავყვებით სასამართლოს ნებას”.

“არაფერი არ არის დღეის მდგომარეობით ნებადართული გრიგოლ ლილუაშვილისთვის. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ბრალდების მხარეს იმ პოზიციაში, რომ ჩვენ სასამართლო სხდომის დარბაზში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი და პარალელურ რეჟიმში, ბრიფინგს რომ გავცდით და გაკეთდა სიუჟეტი რუსთავი 2-ის ეთერში, სადაც სახელი და გვარი გაჟღერდა გივი ჯიბლაძის. გივი ჯიბლაძე საერთოდ არ არის შემხებლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეთან. მას თავისი ბრალი აქვს და თავისი პრობლემები აქვს იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ცალკე გამოყოფილია და ცალკე აქვს პრობლემები – მესამეჯერ თანამშრომლობდა, ხან ვის ასახელებდა, რა ოქროს ნობელის პრემიას გადასცემენ საბოლოოდ, მე არ ვიცი, უბრალოდ ხვალ შეიძლება ისეთ ხასიათზე მოვიდეს ბატონი ჯიბლაძე, რომ საქმის ამჟამინდელ მწარმოებელ ხალხზეც ითანამშრომლოს – ღმერთმა დაიფაროს ქალბატონი მარიამი (პროკურორი) მაგრამ ასეთი მიმდინარეობა უჭირავს ამას. ჩაგვაყენეთ თანაბარ პირობებში და მერწმუნეთ, ჩვენ გავყვებით სასამართლოს ნებას და იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ სასამართლო მიიღებს საბოლოო ჯამში ობიექტურ გადაწყვეტილებას”, – ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე.

გამოძიების ინფორმაციით, გივი ჯიბლაძემ “ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს შეუამდგომლობა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ოჯახთან – ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაციაზე შეზღუდვა მოეხსნას.

“ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდული აქვს პროკურორის დადგენილებით საკუთარი მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან კომუნიკაცია. ესეც მოწმეებზე ზემოქმედებაა? ნაწილობრივი შეზღუდვა აღარფრის აღარ არსებობს? 100 კაციდან პირობითად შეიზლება 2 არის, ვისი სახელიც და გვარიც არ უნდა საზოგადოებამ გაიგოს, ისევ და ისევ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში საკუთარი თავის რცხვენია. სხვა შემთვევაში რაზე ვსაუბრობთ? ნაწილობრივი შეზღუდვები არ არსებობს პროცესის დახურვის კონკრეტულ მოწმესთან დაკავშირებით? მათ შორის პროკურორის დადგენილებით არ შეიძლება შეზღუდვა დაწესებულიყო …

ოჯახის წევრთან რომ ჰქონდოდა ამ ადამიანს რაიმე კომუნიკაცია- შვილთან, ცოლთან ესეც არ შეიძლებოდა”, – თქვა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი“ – აშშ-ის საელჩო
  • დედამიწა მთვარის ჰორიზონტზე – NASA ახალ ფოტოს აქვეყნებს
  • ერთი ნათელი დღე , შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge