Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაიხსნება თუ არა სუს-ის ყოფილი შეფის სასამართლო პროცესი – გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრება

April 7, 2026
გაიხსნება თუ არა სუს-ის ყოფილი შეფის სასამართლო პროცესი – გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრება

გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება – სუს-ის ყოფილი შეფის ეტაპირება რუსთავის ციხიდან ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ახლა მთავარი კითხვაა, გახსნის თუ არა მოსამართლე ნატო ხუჯაძე პროცესს საქმეზე, სადაც გრიგოლ ლილუაშვილს უკანონო “ქოლ-ცენტრების” მფარველობას და დიდი ფულის გათეთრებას ედავებიან.

როგორც ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი “ტვ პირველს” ეუბნება, დაცვის მხარის სურვილია, რომ სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში არ წარიმართოს.

უფლებადამცველის თქმით, მისთვის უცნობია, ისარგებლებს თუ არა დაკავებული მაღალჩინოსანი სიტყვით დღევანდელ პროცესზე.

“ეს არის წინასასამართლო სხდომა, სადაც იცით, რომ იხილება მხარეების მიერ მომზადებული მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი. ასევე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი, რა თქმა უნდა, თუ ჩაითვალა რელევანტურად. მე როგორც ვიცი, გრიგოლ ლილუაშვილი პროცესს დაესწრება. თუ რაიმე განცხადების გაკეთება უნდა, ვერ გეტყვით, მაგრამ არ ველოდები რაიმე განცხადების გაკეთებას. რაც შეეხება საქმის გახსნის საკითხს, სხვა ყველა ანალოგიური საქმე, რომელიც განხილვაში იყო, იცით, რომ ყველაზე პროკურატურამ იშუამდგომლა დახურვის თემა და ალაბათ, აქაც ასე იქნება. ეს ახლა პროკურატურის გადასაწყვეტია. ჩვენ, დაცვის მხარეს არ მიგვაჩნია სწორად სასამართლოს დახურვა და რა თქმა უნდა, ეს განხილვის თემაა და ჩვენ ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  • “3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი” – გია ხუხაშვილი
  • “საქართველოს ლიდერი ივანიშვილი ფაშინიანს არ ხვდება, მაგრამ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ სამველ კარაპეტიანს სიამოვნებით შეხვდება” – პრორუსული პარტიის ლიდერი სომხეთში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge