Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთის პატრიარქმა მოსაყდრე შიოს წერილი გამოუგზავნა – რა წერია წერილში

April 6, 2026
რუსეთის პატრიარქმა მოსაყდრე შიოს წერილი გამოუგზავნა – რა წერია წერილში

საქართველოს საპატრიარქო კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე შიოსთვის (მუჯირისთვის) რუსეთის პატრიარქის მიერ გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილში  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი სრულად არ არის ნახსენები საქართველოს გარდაცვლილის პატრიარქის ტიტული.

  • გარდაცვლილი პატრიარქის სრული ტიტულატურა ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

წერილში  პატრიარქი კირილე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგს უსამძიმრებს.

“მის მაღალყოვლადუსამღვდელოებას,
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს,
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ძვირფასო მეუფეო!

უფლის მიერ საყვარელო, თანამოძმე მღვდელმთავარნო!

ღრმა მწუხარებით შევიტყვე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამწირველის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ მოძმე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ მძიმე დანაკარგს.

უფალმა ყოვლისა მპყრობელმან ძველ იბერიის ეკლესიას ისეთი პატრიარქი უბოძა, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მიუძღვნა დაუღალავ ზრუნვას მისი ღვთივმოწყობისათვის. უწმინდესისა და უნეტარესი ილიას პატრიარქობის თითქმის ორმოცდაათი წელი იქცა მთელს ეპოქად საქართველოს ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის ცხოვრებაში. თავისი მოშურნე მსახურებითა და გამორჩეული გამჭრიახობის ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა ჩვენი ერთმორწმუნე საქართველოს არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ საზოგადოებრივ სივრცეშიც; როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის, ასევე, გახდა ნამდვილი სულიერი მამა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ერისთვის, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა (მეფეთა 3, 28).

განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი ინარჩუნებდა ტრადიციულად არსებულ კარგ ურთიერთობებს ჩვენს ეკლესიასთან. მიიღო რა განათლება მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში, იგი სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით იყო განმსჭვალული წმინდა სერგისა და მისი სავანის მიმართ, აუცილებლობად მიაჩნდა ჩვენი ერების სულიერი ქრისტესმიერი ერთობის დაცვა ამასოფლიური წინააღმდეგობებისგან. რუსეთის ეკლესიაში მრავალგზის სტუმრობისას, ის მუდამ უცვლელად გრძნობდა უაღრესად გულთბილ დამოკიდებულებას და პატივისცემას მღვდელმთავრების, სასულიერო პირებისა და მრავალრიცხოვან მორწმუნეთა მხრიდან.

ბრძანდებოდა რა ყველაზე უხუცესი მართლმადიდებელ წინამძღოლებს შორის, მას, თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა წმინდა ადგილობრივ ეკლესიებში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. გვწამს, რომ მისი სულიერი რჩევები კვლავაც დაგვრჩება საიმედო ორიენტირად ჩვენს საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში, რაც ყველას დაგვეხმარება სულის ერთობის შენარჩუნებაში მშვიდობის საკვრელით (ეფეს. 4,3).

პირადად ჩვენ გვაკავშირებდა ძალიან კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობები, რაც საშუალებას გვაძლევდა ერთმანეთისთვის გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტური შეფასება მიგვეცა ყველა მოვლენისთვის, რაც იმჟამად საბჭოთა კავშირში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სფეროში ხდებოდა. ამ ნდობამ დიდად დაგვაახლოვა და ხელი შეგვიწყო, ერთად გვემუშავა, რათა უღვთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი შეგვემსუბუქებინა და უკეთესობისკენ შეგვეცვალა მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობა იმ დროს არსებულ ჩვენს გაერთიანებულ ქვეყანაში.

უფალმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ (იოანე 11, 25), განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სულს ზეციურ სავანეში, ,,სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.“

მარადიული და ლოცვითი ხსოვნა ახლად განსვენებულ უწმინდესსა და უნეტარეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას.

ღრმა მწუხარებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით,” – წერია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს წერილში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი აღდგომის დღეებში – მერიის განცხადება
  • “ირანმა წინადადება შემოგვთავაზა”- ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ივანიშვილთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge