Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს

April 6, 2026
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს მუნიციპალიტეტისგან სულ 40 ათასამდე სასაჩუქრე კალათა გაიცემა.

„ჩვენ ყურადღების მიღმა არ ვტოვებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მოქალაქეებს,რომელთაც ჩვენი ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. თბილისის რაიონული გამგეობები წინასააღდგომოდ, ტრადიციულად, სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს. სასაჩუქრე კალათის შემადგენლობა მოიცავს 15 დასახელების პროდუქტს, კალათების რაოდენობა კი დამოკიდებულია ოჯახების სულადობზე. სააღდგომო ნობათების დარიგება დაწყებულია და მათ კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.

„ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას და მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ. ეს, რა თქმა უნდა,არ ეხება მხოლოდ სასაჩუქრე ნობათებს. მუნიციპალიტეტში გვაქვს არაერთი პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ოჯახებს, ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება
  • 14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს
  • ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში, მეწყერი ჩამოწვა – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge