Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს

April 6, 2026
კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს

კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „თბილსერვის ჯგუფი“ სასაფლაოების მიმდებარედ ნარჩენებისთვის სპეციალურ კონტეინერებს განათავსებს.

„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ პერიოდში სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. პროცესში ჩართულნი არიან „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობენ. დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში განთავსდება ნარჩენებისთვის სპეციალური კონტეინერებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ეკოსერვის ჯგუფიც“.

„ტერიტორიები გაიწმინდა წაქცეული ხეებისა და მომტვრეული ტოტებისგან. ამ ეტაპზე, ხორციელდება მათი სპეციალური ტექნიკით დამუშავება და გატანა. ასევე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების მიხედვით, სასაფლაოებთან მისასვლელ და შიდა გზებს აწესრიგებენ. გარდა ამისა, დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ჭირისუფალთა სასაფლაოებზე მისვლის ინტენსივობიდან გამომდინარე, მობილიზებულია შპს „ჰერმესის“ გუნდი, რათა სასაფლაოების ტერიტორია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. ვთხოვთ ყველა მოქალაქეს/ჭირისუფალს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად შევინარჩუნოთ ტერიტორიებზე სისუფთავე. არ დავტოვოთ ნარჩენები ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე და გამოვიყენოთ სპეციალურად განთავსებული ურნები. სასაფლაოებზე სისუფთავის დაცვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა“, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
  • მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს
  • მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge