Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს

April 6, 2026
საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს

საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება – რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა და დღეს, 6 აპრილს პირველი მოსმენით, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

ცვლილებები შედის „თავდაცვის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში.

იცვლება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის, შეტყობინების/უწყების ჩაბარების პროცედურები.

წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების/უწყების ჩაუბარებლობა წვევამდელს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს.

ასეთ შემთხვევაში, ეს შეტყობინება/უწყება ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს კი უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

„ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამას გარდა, განისაზღვრება ის ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც უწყების ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ამას მთავრობის დადგენილება დაარეგულირებს, რომელიც კანონის მიღების შემდგომ შემუშავდება და გამოქვეყნდება.

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტში შევა ტექნიკური ცვლილება და სიტყვები „სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ შეიცვლება სიტყვებით: „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.

სწორედ ეს ჩანაწერი დაავალდებულებს ქვეყნიდან გასულ ჯარში გაწვევის ასაკის მქონე პირებს ჩამოვიდნენ საქართველოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებას მისცემს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge