Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სადიგოვს საქართველოში საქმიანობაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დაუსვეს შეკითხვები” – ადვოკატი

April 6, 2026
“სადიგოვს საქართველოში საქმიანობაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დაუსვეს შეკითხვები” – ადვოკატი

აფგან სადიგოვს საქართველოში საქმიანობაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დაუსვეს შეკითხვები, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნემატ ქარიმლიმ განაცხადა.

მისი თქმით, სადიგოვის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და ძებნაც, რომელიც მასზე იყო გამოცხადებული, გაუქმდა.

თუმცა, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 1-2 საათით დააკავონ, ვიდრე ყველაფერი გაირკვევა.

“აფგანი ამჟამად სახლშია. დღეს ვესაუბრე გამომძიებელს, რომელიც მის საქმეს აწარმოებდა. ის 1-ელ აპრილს შეწყდა. დღეს კი “ასან ხიდმეტში“ მივა პირადობის მოწმობის ასაღებად. ძებნა რომელიც აფგან სადიგოვზე იყო გამოცხადებული, გაუქმდა, თუმცა ზოგჯერ სამართალდამცავი ორგანოები ამ ინფორმაციას „ასან ხიდმეტს“ დაგვიანებით აწვდიან. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ის 1-2 საათით დააკავონ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. მიგრაციის დეპარტამენტში კარგად მოეპყრნენ, მაგრამ დაახლოებით 3-4 საათი პოლიტიკაზე, მის საქმიანობაზე საქართველოში და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბარში გაატარეს” – ამბობს ადვოკატი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებას მისცემს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge