პატრიარქობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი, მოსაყდრე შიო ბზობის დრესასწაულზე, სიონის ტაძარში გაძლიერებული დაცვის თანხმებით გამოჩნდა. ქადაგების დროს მეუფე შიო მუჯირს არაფერი უთქვამს დაგეგმილ არჩევნებზე და მის პირად გადაწყვეტილებაზე.
დაუშვებს თუ არა წმინდა სინოდი საერთოდ გადაწყვეტილებით, რომ მომავალი პატრიარქი 70 წლის იყოს ან არ საჭიროებდეს სემინარიის დიპლომს. სწორედ ეს განსაზღვრავს, შეძლებენ თუ არა კანდიდატად დასახელებას მეუფე ისაია ან მეუფე ანდრია. კიდევ ერთი მღვდელმთავარი, რომელსაც კანდიდატად მოიაზრებენ, ეს მეუფე იობია – მაღალი იერარქი, რომელიც არცერთი ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდება.
მეუფე შიოსთან დაახლოებული პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე ტვ პირველთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რადგანაც პატრიარქმა ილია მეორემ თავის სიცოცხლეში დაადგინა მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს.
