გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო — აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვანებს პენიტენციურ დაწესებულებაში.
ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.
სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება — სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა ვადით მოუწევთ არასრულწლოვანებს პატიმრობა.
