უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“დღეს დამასკოში ვართ. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ უკრაინულ დიპლომატიას რეალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის – მომზადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმატი. ყველა ერი, ყველა რეგიონი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას” – წერს ის სოციალურ ქსელში.
ზელენსკისთან ერთად უკრაინის დელეგაციაში იმყოფებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
