Sunday, April 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აფგან სადიგოვის პირველი კომენტარი ქვეყნიდან გაძევების შემდეგ

April 5, 2026
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოდან გააძევეს

“აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს “წითელი ხიდის” გამშვებ პუნქტზე გადამცეს. მათ ბაქოში, მიგრაციის მთავარ სამმართველოში ჩამომიყვანეს. სამმართველოში მაცნობეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ასე რომ, ჩემი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. გათავისუფლებული ვარ, ბაქოში ვიმყოფები. […] თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავდა ჩემს დეპორტაციას აზერბაიჯანში, უხეშად დაირღვა. საქართველოს მთავრობა დაისჯება ამ უკანონო გადაწყვეტილებისთვის” – ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. საქართველოდან გაძევების შემდეგ მის პირველ კომენტარს აზერბაიჯანული გამოცემა Qazetci.org ავრცელებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გააძევეს, 2 000 ლარით დააჯარიმეს და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აუკრძალეს. მათივე მტკიცებით, ქართული მხარისთვის რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით საქართველოში პირველად 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. აზერბაიჯანული მხარე სადიგოვს მუქარასა და გამოძალვაში სდებდა ბრალს და მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 2024 წლის 4 აგვისტოს სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მოგვიანებით გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად სადიგოვმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო, მან 160 დღეზე მეტხანს იშიმშილა, რის გამოც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. 2025 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა და ჟურნალისტი დარბაზიდან გათავისუფლდა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
  • აშშ-ისრაელის დარტყმის შედეგად ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის აკადემიის მეთაური მასუდ ზარე დაიღუპა
  • ბათუმში პოლიციის მანქანა ქვეითს შეეჯახა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge